bobik_57 (bobik_57) wrote,
bobik_57
bobik_57

Поднятие завес над сцинарием по Мухровани....

В сети появилось видео, на котором экс-глава МВД Грузии требует два трупа
В социальной сети Youtube 29 января вечером появился видеоролик продолжительностью немногим более 4 минут, в котором фигурируют представители силовых структур бывшего правительства Грузии, экс-президент Михеил Саакашвили и группа военнослужащих. Видео размещено в сети от имени некоего "appolon osman" под названием "Вано Мерабишвили убийца".

Судя по записи, она была сделана в ходе некоего военного мероприятия, похожего на учения или спецоперацию, а его организаторы обсуждают план этого мероприятия. В разговоре упоминается Мухрованский полигон.

Мероприятие было особой важности, так как велась запись, и это знали действующие лица, потому что один из военнослужащих попытался закрыть камеру рукой.

В видеозаписи фигурируют бывший глава МВД Вано Мерабишвили, бывший начальник департамента конституционной безопасности Давид Ахалая, бывший начальник специального оперативного департамента Ираклий Кодуа. Причем, Мерабишвили с полуулыбкой заявляет исполнителям: "Мне нужны два человека, два трупа, принесите мне эти два трупа и все".

Позднее в кадре появляются лишенный полномочий мэр Тбилиси Гиги Угулава и бывший министр юстиции Зураб Адеишвилина, а под конец - и Михеил Саакашвили, который перед тем, как сесть в машину, спрашивает: "Где Вано?"

.......
თარგამაძე: მუხროვანის ამბოხზე ხელისუფლებამ ადექვატური რეაგირება მოახდინა

ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გივი თარგამაძემ დღეს, იტნერნეტში გავრცელებული ვიდეო კადრების შესახებ კომენტარი გააკეთა. თარგამაძის თქმით, ვიდეოში ასახულია 2009 წელს მუხროვანში მომხდარი ამბოხი, რომელზეც წინა ხელისუფლებამ ადექვატური რეაგირება მოახდინა.

"მინდა გითხრათ, რომ 2009 წლის მაისში, საქართველოში განხორციელდა შეიარაღებული ამბოხი, რომელსაც მიზნად ჰქონდა 90-იანი წლების მსგავსი სისხლიანი მოქმედებების გავრცელება მთელი საქართველოს მასშტაბით. ამ ამბოხის ორგანიზატორები იყვნენ ბატონი კრიალაშვილი და ოთანაძე, რომლებსაც ზუსტად ანალოგიური ქმედება ჰქონდათ ჩადენილი ადრეც, კერძოდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში. ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ შეძლო განსხვავებით შევარდნაძის პერიოდისგან, ერთი დღის მანძილზე სიტუაციის ამოწურვა, ისე რომ ადგილზე არ ყოფილა არათუ გარდაცვლილი, არამედ დაზარალებულიც კი," - განაცხადა გივი თარგამაძემ.

თარგამაძის თქმით, ვიდეოში ვანო მერაბიშვილის მიერ გაჟღერებული ტექსტი ("ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი. ვსიო, პრემია დიდია"), გულისხმობს მოწოდებას სამხედროების მიმართ, იმ შემთხვევაში თუ ამბოხებულები გაწევდნენ წინააღმდეგომას, მოეხდინათ შესაბამისი რეაგირება.

"ეს არის ბრძანება, ჩვენ ვხედავთ რომ ეს [მერაბიშვილი] იძახის, რომ ორი ადამიანია, ორი ადამიანის დაკავებაა საჭირო და იგულისხმება, რომ თუ ისინი გაწევენ წინააღმდეგობას, ასეთ შემთხვევაში ბუნებრივია ძალოვანთა მხრიდან ადეკვატური მოქმედება. ის, რომ ეს არ იყო თვითმიზანი, მგონი ძალიან მარტივად შეიძლება დავასაბუთოთ, როდესაც დაკავების ოპერაციის დროს, ერთ-ერთი იქნა ლიკვიდირებული, მეორე იყო მძიმედ დაჭრილი, იყო სასწრაფოდ გადაყვანილი საავადმყოფოში, ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია, კვალიფიციური სარეაბილიტაციო სამედიცინო დახმარება და დღეს ის არა მხოლოდ ცოცხალია, არამედ ჩვენი ქვეყნისდა სამწუხაროდ, სარგებლობს გმირის და პოლიტპატიმრის სტატუსით," - განაცხადა გივი თარგამაძემ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ Youtube-ზე სავარაუდოდ 2009 წელს მუხროვანში ამბოხის დროს გადაღებული ვიდეომასალა გავრცელდა. კადრებში სპეცოპერაციის დაგეგმვაა ასახული. სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები, მათ შორის დათა ახალაია, მსჯელობენ, თუ როგორ იმოქმედონ. ვიდეომასალის მიხედვით, მალევე ვერტმფრენით ჩამოდის და მათ უერთდება იმჟამინდელი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი.

„დავკითხოთ ვიღაცეები, სად წავიდნენ... და ფეხდაფეხ მივყვეთ. მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი. ვსიო, პრემია დიდია" - ასე მიმართავს ვანო მერაბიშვილი იქ მყოფ სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს, შემდგომში სწრაფად მოქმედებისკენ მოუწოდებს და სხვადასხვა მიმართულებით აგზავნის. ვიდეომასალის ავთენტურობა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.

Youtube-ზე ხსენებული ვიდეო სამი საათის წინ აიტვირთა. მის განმთავსებელს სხვა ვიდეო საკუთარ ანგარიშზე ატვირთული არ აქვს.
Subscribe

Buy for 10 tokens
***
...
  • Post a new comment

    Error

    default userpic

    Your IP address will be recorded 

    When you submit the form an invisible reCAPTCHA check will be performed.
    You must follow the Privacy Policy and Google Terms of use.
  • 8 comments